The Guardian: მარკო რუბიომ ირანთან დაკავშირებით კონგრესმენებისთვის საიდუმლო ბრიფინგი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანთან დაკავშირებით კონგრესმენებისთვის საიდუმლო ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დახურული შეხვედრა გამართა ე.წ. რვის ჯგუფთან, რომელშიც შედიან წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ორივე პარტიის წამყვანი ლიდერები, და ასევე წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები და წამყვანი წევრები. აღნიშნული ჯგუფი საიდუმლო ინფორმაციას იღებს თეთრი სახლისგან დაზვერვის საკითხებზე, […]