„მშვიდობის დამყარებას ყველგან შევეცდები, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში არასოდეს შევყოვნდები“, — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვისას. დონალდ ტრამპმა მშვიდობის სურვილზეც ისაუბრა, თუმცა ამავე დროს ომითაც დაიმუქრა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ირანთან მიმართებით მისი პირველი არჩევანი დიპლომატია და მოლაპარაკებებია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაზეც […]