ევროპარლამენტარი დაინილუს ზალიმასი აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და ევროპა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად საკმარის ზომებს არ იღებს. მისი შეფასებით, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ნიშნები იკვეთება. ზალიმასის თქმით, მოქმედი ხელისუფლება „არალეგიტიმურია“, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საქართველოს კონსტიტუციასთან. შემიძლია მხოლოდ გამოვხატო სინანული, […]