გვყავს მტრები, რომლებიც საქართველოს ნგრევას უქადიან და ამ მტრებს მხარს შიდა მტრები უჭერენ, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებიან – მიზანს, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ის ფრთა, რომელიც ბრიუსელშია, მუდმივად საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის […]