პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. პარტიის ცნობით, ამის შესახებ მოწმემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „დღეს, სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე არსებითი განხილვისას, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ 20 ივნისს დაზარალებულს, პროკურატურის ერთ-ერთ მოწმეს კითხვით მიმართა, ეთანხმება თუ არა მოწმე სტრასბურგის ადამიანის […]