სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ემერიკ დუპონმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა. „საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. ასევე, ჩვენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას აღვნიშნავთ. ხელისუფლების მიმართ […]