25 თებერვალს, საჯარო რეესტრს ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ მიმართა. საჯარო რეესტრის, სამეწარმეო რეესტრზე განთავსებული დოკუმენტების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა მოითხოვეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კალანდარიშვილმა, ასევე, წევრებმა გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ. „გაცნობებთ, რომ კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, პირადი განცხადების […]