ირაკლი რუხაძემ და ტელეკომპანია "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მეომიმართეს

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ირაკლი რუხაძემ და ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმართეს — ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. საჯარო რეესტრის ვებგვერდის ინფორმაციით, საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმართეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, მისმა მოადგილეებმა გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ ტელეკომპანიის დირექტორი, მაკა ლომაძე რჩება. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ...