საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდ ხვალ, 26 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მინისტრმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” ისაუბრა. ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. “ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ […]