ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მან სამთავრობო ტელევიზია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები ...