ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – დაღუპულია 2 ადამიანი

ქობულეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებული პირი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. Source