დავით ზურაბიშვილი: ტელეკომპანია იმედი აღშფოთებულია, რა სინდისით გვაბრალებენ ბრიტანელები პრორუსობასო. მრისხანე უსტარიც კი მიუწერიათ ბრიტანეთის ელჩისთვის

პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი: ტელეკომპანია იმედი აღშფოთებულია, რა სინდისით გვაბრალებენ ბრიტანელები პრორუსობასო. მრისხანე უსტარიც კი მიუწერიათ ბრიტანეთის ელჩისთვის. არადა, თქვე მამაცხონებულებო, თავი დავანებოთ იმას, რუსეთზე ან მხოლოდ კარგს რომ ამბობთ, ან სულ არაფერს. სამაგიეროდ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აგინებთ: ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, შვედეთს, პოლონეთს. ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს და ამერიკასაც. ამ უკანასკნელის გინება ერთხანს ტრამპის ხათრით კი შეწყვიტეთ, […]