ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძის და ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით — ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების ორდენით 33 პირი დაჯილდოვდა: "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ...