„ვერავინ გაიმარჯვებს. ეს დამანგრეველი ომი იქნება“, — ასეთია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის წინ. ჟენევაში, ომანის შუამავლობით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. ვაშინგტონისა და თეირანის დელეგაციები უკვე ადგილზე იმყოფებიან. ირანის დელეგაციას აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი — წარმოადგენენ. […]