ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე

ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა – ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძე – 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს. ოპოზიციონერების წერილზე ურსულა […]