პოლიტოლოგი გია ნოდია “იმედის” და “პოსტვ-ის” დასანქცირებას ეხმაურება. _ „იმედის“ და „პოსტვ-ის“ მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მიბიძგებს, მათი ცუდი – ამ შემთხვევაში, სანქციები – გამეხარდეს. მაგრამ ეს იმპულსია. რაციონალურად როგორ შეიძლება გავამართლოთ აღნიშნული? რამდენად სწორია, რომელიმე ქვეყანამ დაასანქციროს მედია, თანაც სხვა ქვეყანაში? ხომ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლების მოთხოვნასთან? ამ კითხვას სერიოზულად უნდა მოვეპყრათ. […] Source