ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით დააპატიმრეს Facebook-კომენტარის გამო

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ხუთი დღით დააპატიმრეს Facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. ჩხარტიშვილი პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე წაიყვანა. „Facebook-კომენტარის ​გამო მედავებიან და ეს კიდევ დასამტკიცებელია, ჩემი დაწერილია თუ არა. მე პირადად სულ არ მახსოვს ჩემია თუ არა, მაგრამ სულისკვეთებას ვიზიარებ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. კონკრეტულად […]