ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ

გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის კონკურენციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა. დოკუმენტის მიზანია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვის სფეროში ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ევროპელი დიპლომატების თანახმად, ევრობლოკიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, ლონდონსა და ბრიუსელს შორის ამ მიმართულებით მრავალი კითხვის ნიშანი და ერთგვარი „საკანონმდებლო წყვეტა“ გაჩნდა, ხოლო პრობლემა ყოველწლიურად იზრდება. „Brexit-ის შემდეგ ეს შეთანხმება შეგვიქმნის ფორმალურ, მკაფიო და გამჭვირვალე სტრუქტურას […]