სხეულის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ინფორმაციას საქრთველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ეკო მედიკალ ჯგუფი”-ს და შპს “ეკოლოგია და სუფთა გარემო”-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები განათავსა. საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება […]