OpenAI – ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ

OpenAI-იმ ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას OpenAI ავრცელებს. განცხადების თანახმად, დაბლოკილი მომხმარებლები რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ კონტენტს სხვადასხვა ენაზე ქმნიდნენ, მათ შორის ესპანურად და ინგლისურად. განცხადების თანახმად, აღნიშნული პროპაგანდისტული მასალა “აქებდა რუსეთსა და მის მოკავშირეებს (მაგალითად ბელარუსს), აკრიტიკებდა უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს უცხოურ ჩარევაში ადანაშაულებდა”. “დავბლოკეთ ChatGPT-ის პროფილების კომპლექტი, რომელიც დაკავშირებული იყო რუსულ ქსელთან – […]