ნათია თურნავა საკუთარი განცხადებებით კანონდამრღვევ რეციდივისტად ჩამოყალიბდა , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“. სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ ხელისუფლების […]