ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი "იმედის" და პოსტვ"-ის წინააღმდეგ "საქმის შეკერვაში" დაადანაშაულა. მისი თქმით, "დასტურდება, რომ ელჩია, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა". "გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა “პოსტვ”-სთვის და “იმედისთვის” რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა ...