ალბათ, არაერთხელ გაიგონებდით ან წაიკითხავდით, რომ ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება. ეს მართლაც ასეა, რადგან ეს სითხე ჩვენს სხეულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და აუცილებელი ბიოლოგიური პროცესებიც მისი მეშვეობით მიმდინარეობს. ის, თუ რა მოცულობის წყალია ორგანიზმში, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, სქესზე, წყლის მიღებაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და გარემოს ტემპერატურაზე. ...