„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის – „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. „მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი […]