ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6759 ლარი გახდა და ლარი დოლართან 0.18 თეთრით გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება 3.1581 ლარი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარი ევროსთან მიმართებით 0.37 თეთრით გაუფასურდა. აღნიშნული კურსი ძალაში იქნება 1-ელი მარტის ჩათვლით. ...