საქსტატი: იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ. გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 667 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში იყო 263, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 21 შემთხვევა. 2026 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის […] Source