იტალიის ქალაქ მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც, 1 ადამიანი დაიღუპა – სულ მცირე, 39 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ვიტორიო ვენეტოს ქუჩაზე, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. BBC-ის ცნობით, იმ დროს, ტრამვაი მგზავრებით სავსე იყო. BBC-ის ცნობით, დაღუპულს, სავარაუდოდ, ტრამვაი დაეჯახა – დაშავებულთა უმეტესობა კი მგზავრია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების ნაწილი […]