რას წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქონებრივ დეკლარაციაში?!

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ადასტურებს, რომ 2024 წლიდან საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ის ბოლოს გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს. “საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან”, – წერს სულხან თამაზაშვილი. ცნობისთვის, სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა 2024 წლის 19 დეკემბერს დაასანქცირა. Source