ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.