პენიტენციური: ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დაწესებულება არ დაუტოვებია

პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ექს-პრემიერი პენიტენციური დაწესებულებიდან შვილის დაბადების დღეზე გაიყვანეს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება დროებით, მისი ოჯახის წევრის დაბადების დღის გამო არ დაუტოვებია. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილის ციხიდან გაყვანის საკითხი არც კი განხილულა და ამასთან, დაბადების დღე არ წარმოადგნეს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად იმ განსაზღვრულ გარემოებას, რის გამოც, შეიძლებოდა, […]