მსოფლიოს წამყვანმა ნავთობკომპანიებმა და სავაჭრო ხომალდების მესაკუთრეებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვა დროებით შეაჩერეს. გადაწყვეტილება ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე თავდასხმებსა და თეირანის საპასუხო ქმედებებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა გემების უსაფრთხო ზონებში გაჩერების განკარგულება უკვე გასცეს, რაც სულ მცირე, რამდენიმე დღეს გასტანს. თავის მხრივ, ევროკავშირის საზღვაო მისია Aspides-მა ინდუსტრიას […]