63 წლის დემი მურის გამოჩენას დემნა გვასალიას კოლექციის ჩვენებაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა – “20 წელი გააქრო…”

დემნა გვასალიამ Gucci-სთვის სადებიუტო კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელსაც სხვა ვარსკვლავებთან ერთად, 63 წლის დემი მურიც დაესწრო. მის ეფექტურ გამოჩენას, ახალი ვარცხნილობით, შავი ტყავის სამოსით, სათვალით და ჩიხუახუა პილაფით ხელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში სოცქსელის მომხმარებლები გაოცებას ვერ მალავენ: “20 წელი სად გააქრო?” “შოკში ვარ! ვარცხნილობამ როგორ გააახალგაზრდავა”, “აი, ტრანსფორმაცია”. ნახელავს უწონებენ დემის სტილისტს დიმიტრის ჯიანეტოსს, რომელმაც ვარსკვლავი ახლებურად წარმოაჩინა.