ძველ თბილისში, ისტორიულ ხარფუხთან ახლოს, ოთხი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება. პროკურატურის პირდპაირ, 16 ათას 445 კვადრატულ მეტრ მიწაზე 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომპლექსს სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ააშენებს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში, ჩრდილო-ევროპული გაზსადენების კომპანიის ხელმძღვანელია, ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის “გაზპრომის” პარტნიორია. მხოლოდ ოთხი ცათამბჯენის ასაშენებლად, თბილისში რუსული “გაზპრომის” პარტნიორი ბიზნესმენი 200 მილიონზე მეტს დახარჯავს. თემურ ანჩაბაძე რუსეთში, 4 კომპანიის […]