დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ

“შაბათის ეთერისთვის” ცნობილი ხდება, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ. საუბარია, მიხეილ ჯავახიშვილზე, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს თანამშრომელია. წყარო, “ტვ პირველს” ეუბნება, რომ ჯავახიშვილმა ერთ-ერთ ფაბში იჩხუბა. მიხეილ ჯავახიშვილი სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის” – ყოფილი გენერალური დირექტორისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის ვაჟია. მიხეილ ჯავახიშვილმა “შაბათის […]