ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები

ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა,-  ინფორმაციას ისრაელის მეთორმეტე არხი ავრცელებს. მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 8 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაშავებულების რიცხვი ამ დროისთვის ზუსტდება. Source