კვარას არ გაუმართლა! – რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ლე ავრის წინააღმდეგ

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლე ავრს ესტუმრა და ბრედლი ბარკოლას ერთადერთი გოლის წყალობით, 0:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 70 წუთი გაატარა. ბევრი მცდელობის (7) მიუხედავად, ქართველ შემტევს გოლის გატანა არ გამოუვიდა. გამოცემა Sofascore-მა კვარას თამაში 6,8 ქულით შეაფასა. წყარო