ირანის სახელმწიფო ტელევიზია აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს – ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა . ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში გადიოდა ირანის უზენაესი ლიდერის ფოტოები, ფონად კი ყურანის კითხვის ხმა ისმოდა. ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში შავი სამგლოვიარო ბანერია განთავსებული. მანამდე, წამყვანმა წაიკითხა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა ხამენეის სიკვდილი და მომხდარში აშშ-ისრაელი დაადანაშაულა. […] Source