,,სიენენის” ინფორმაციით, დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. მედიის ცნობით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რასაც რამდენიმე წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა. მედიაში ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, შავი კვამლი შენიშნეს ჯებელ ალის პორტის ტერიტორიაზეც. მანამდე, თავდასხმა განხორციელდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტზეც, რა დროსაც აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. Source