დღეს დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმააციით, დღეს დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს. მათივე ცნობით, “დარტყმების სამიზნე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმის სამიზნეები და სამხედრო სამეთაურო ცენტრები იყო“. ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს. Source