“აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ლეგიტიმური მოვალეობა და უფლებაა” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება „ლეგიტიმური მოვალეობა და უფლებაა“. „ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის ლეგიტიმურ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის დამნაშავეებსა და შემქმნელებზე“, – განაცხადა ფეზეშქიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში. ირანის პრეზიდენტმა, ასევე, ხამენეის მკვლელობას „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადება“ უწოდა. Source