“დიდი დარტყმა ჩრდილოვანი ფლოტისთვის: ჩრდილოეთის ზღვაში, საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენებმა გუშინ ღამით ბელგიის ძალებთან ერთად საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ნავთობტანკერი დააკავეს. ევროპელების გადაწყვეტილებაა, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინაში” – წერს X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ვიდეოს აქვეყნებს.