ირანის სახელმწიფო მედია - თეირანში თავდასხმების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა

თეირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 60 თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (IRNA) თეირანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს . ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირა დილით ქალაქის რამდენიმე უბანში აფეთქებები მოხდა