ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ვიზიტზე: …ჩვენ ცდას არ დავაკლებთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. „მივემგზავრებით ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები გვექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმ კონფერენციას დავესწრებით, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით იმართება. შესაძლებლობა გვექნება, ანალიტიკურ ცენტრებში დისკუსიები გავმართოთ […]