თამარ ჩიბურდანიძე „მეამას” განცხადებაზე: სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცოტა ტვინი რომ დააყოლონ, არა?!

ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, „მეამას” განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ისინი არ აპირებენ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ “იმედსა” და “პოსტივისთან” თანამშრომლობას. “1 300 000-მდე მოქალაქის პროტესტი უფრო მძიმე იქნება “მეამას” კომპანიისთვის, თუ ბრიტანეთის სანქციები ტელეიმედსა და “პოსტივიზე”? ასეთი განაჩენი საკუთარი თავისთვის თვითლიკვიდაციის ტოლფასია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცოტა ტვინი რომ დააყოლონ, არა?!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ზე.