ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბაზას ირანული დრონი დაესხა თავს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ს მისცა ნებართვა, აღნიშნული ბაზიდან ირანის სარაკეტო ობიექტებზე „თავდაცვითი“ დარტყმები განეხორციელებინა. გამოცემის ცნობით, დაახლოებით შუაღამისას ლიმასოლში მდებარე ავიაბაზაზე აფეთქების ხმა გაისმა. სამხედროებს დაევალათ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ საცხოვრებელ შენობებში, თავშესაფრებში შეულიყვნენ და მითითებებს დალოდებოდნენ. […] Source