გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰან ვადეფულს მიაჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება. რთული წარმოსადგენია, რომ უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გასვლის სხვა გზები ჰქონდეთ, ვინაიდან ავიამიმოსვლა შეჩერებულია. […] Source