„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება , – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა. „ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა“, – განაცხადა ზამირიმ. […] Source