ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის

საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბრძანება გავეცი, რომ ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი ბირთვული არსენალის შესახებ ინფორმაციას აღარ გავასაჯაროებთ“, – განაცხადა მაკრონმა. მისი თქით, საფრანგეთის „როგორც კონკურენტები, ისე პარტნიორებიც განვითარდნენ“. „შემაკავებელი ელემენტი ევროპულ კონტექსტში უნდა გაძლიერდეს. ევროპამ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები […]