საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნას. ზურაბიშვილი წამოწყებაში ხედავს „მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს,“ რომელიც „კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე“ მივა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად. „მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს! ასეთ დროს, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან ძირითად პრინციპებზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალები მზად არიან, აიღონ […]