თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული

ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული , – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს. „ამ რადიკალური რეჟიმისა და მისი ტერორისტი ლიდერებისთვის ხელის შეშლა, რომ ამერიკასა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ დაემუქრონ, აუცილებელ მიზანს წარმოადგენს. ტერორისტების მოკვლა ამერიკისთვის კარგია“, – წერს ლევიტი X-ზე. მისი თქმით, „ამერიკა გაიმარჯვებს – ტერორისტები დამარცხდებიან“. […]